png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს სჯერა, რომ ნატო უზრუნველყოფს მისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.10.2017
  • 16:53
 საქართველოს სჯერა, რომ ნატო უზრუნველყოფს მისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა.

როგორც საჯარო გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე განსაზღვრა ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულებად - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, იმის მიუხედავად, რომ იგი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე იყო.

გიორგი მარგველაშვილმა იმ უნივერსალური ფასეულობების შესახებ ისაუბრა, რომელიც ნატო-ს ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად და აღნიშნა, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის მთავარი ინსტრუმენტი და გლობალური უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატომ, როგორც საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, შექმნა უსაფრთხოების ეფექტიანი ქოლგა, რომელიც უზრუნველყოფს მისი წევრი ქვეყნების სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვას.

გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის კოლექტიურ სისტემაზე, საფრთხეების დინამიურ გლობალიზაციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო მისიებში აქტიურად მონაწილეობს და წვრთნისა და აღჭურვის პოლიტიკის გაძლიერებით ზრდის თავის თავდაცვისუნარიანობას.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა გააძლიეროს მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველო მზადაა იბრძოლოს, რადგან ჩვენს ქვეყანას და ხალხს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ ვიცავთ საერთო ღირებულებებს.

გიორგი მარგველაშვილმა საჯარო გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსული ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკით ცდილობს რეგიონში არასტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

საჯარო გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ნატოს თავდაცვის კოლეჯის კურსანტები დაინტერესდნენ საქართველო - რუსეთის მომავალი ურთიერთობებით, კავკასიის რეგიონში არსებული სხვადასხვა კონფლიქტებით, საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებით. კითხვები დაისვა იმის შესახებაც, თუ, როგორ აისახება რეგიონში არსებული ვითარება საერთაშორისო ენერგოპროექტების განხორციელებაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge