ლიაშკო უკრაინიდან სააკაშვილის გაძევებას ითხოვს
- მსოფლიო
- 18.10.2017
- 10:52
„რადიკალური პარტიის“ ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ უკრაინიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაძევებას ითხოვს, რომელიც რადასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატრია.
მისი აზრით, ომის პირობებში დედაქალაქში ქაოსის ორგანიზება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ საშინელი დანაშაულია.
ლიაშკო მიიჩნევს, რომ სააკაშვილი და „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე მიტინგის ორგანიზატორია, უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
„სამართალდამცველმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ აპატრიდ სააკაშვილის დეპორტირება საქართველოში, უკრაინული კორუფციის ჯადოქარს ტიმოშენკოს თავად უკრაინელები შეაფასებენ“, - წერს ლიაშკო Facebook-ის გვერდზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200