png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარა მომავალ წელს მარკეტინგული კამპანიის წარმოებაზე 3,7 მლნ ლარს დახარჯავს

  • ეკონომიკა
  • 13.11.2015
  • 11:45
აჭარა მომავალ წელს მარკეტინგული კამპანიის წარმოებაზე 3,7 მლნ ლარს დახარჯავს

აჭარა 2016 წელს რეგიონის ტურისტული მარკეტინგული კამპანიის წარმოებისთვის 3,702 მლნ ლარს დახარჯავს. სწორედ აღნიშნული თანხაა გათვალისწინებული აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტში ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად.

2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპარტამენტის დაფინანსება 21,5 %-ით იზრდება.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, დეპარტამენტის დაფინანსება 5 823 300 ლარია, 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით კი დეპარტამენტს 4,582 მლნ ლარის დაფინანსება ერგო.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეგიონის მარკეტინგული კამპანიის დაფინანსება 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.

2016 წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის  854 ათას 800 ლარი დაიხარჯება, ხოლო ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის  – 1 266 500 ლარი.

„2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით იზრდება მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსება, საუბარია 1 მლნ ლარით ზრდაზე.

დაახლოებით 300 ათას ლარიანი მატება გვაქვს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარების მუხლში, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით, სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს. როგორც იცით, ჩვენ სტატისტიკის წარმოება ახალი მეთოდოლოგიით დავიწყეთ და გარკვეული თანხებია საჭირო, რომ ეს მეთოდოლოგია სრულფასოვნად ავამუშაოთ.

დაახლოებით 100 ათასი ლარი ემატება ჩვენს ახლად შექმნილ ტურისტული პროდუქტების სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ ტურისტული პროდუქტების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპარტამენტის დაფინანსება 1,4 მლნ ლარით იზრდება.

თავის მხრივ, მარკეტინგული კამპანიის დაფინანსების ზრდა გამოწვეულია სარეკლამო კამპანიების ინტენსიობის ზრდით. ასევე ბიუჯეტის ზრდა გამოწვეულია იმ აქტივობების ზრდით, რომლის განხორციელებასაც 2016 წელს ვგეგმავთ. 2016 წელს გვემატება ერთი ახალი სამიზნე ბაზარი“, აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.

2016 წლისთვის დაგეგმილია ასევე დეპარტამენტის მიერ წარმოებული ონლაინ აქტივობებისა და PR კამპანიების ზრდა.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში შევძლებთ, რომ 2016 წელს უფრო მეტ პრეს ტურს ვუმასპინძლოთ, ვიდრე ეს 2015 წელს მოვახერხეთ.

შიდა ტურიზმის კუთხით იზრდება ასევე სარეკლამო ბიუჯეტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით განვახორციელოთ პოზიციონერება“, განმარტავს ბერძენიშვილი.

2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყნის შიგნით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის 369 ათასი ლარი დაიხარჯება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2015 წელს დეპარტამენტმა აწარმოა სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებები 9 საერთაშორისო მიზნობრივ ბაზარზე. როგორც მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, გამომდინარე იქედან, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში და აჭარაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში დაემატა ახალი მე-10 ქვეყანა -რუსეთის ფედერაცია, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს ჩაატაროს რეგიონის პრომოუშენის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული თუ სარეკლამო აქტივობები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge