რუსთავში მოზარდს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა
- სამართალი
- 18.10.2017
- 16:17
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითად მიმავალ მოზარდს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს ფეხები აქვს მოტეხილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200