სექსუალურ ძალადობაში ვაინშტაინი 40-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა
- მსოფლიო
- 19.10.2017
- 13:39
ქალების რაოდენობა, რომლებმაც აღიარეს, რომ ცნობილი ჰოლივუდის პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ, იზრდება. CNN-ის ცნობით, მათი ასეთი ისტორიის რაოდენობა ამჟამად 40-ზე მეტია.
ცნობილ პერსონებს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვაინშტაინი მათ უღირსად მოექცა, აღმოჩნდნენ ქეით ბეკინსეილი, კარა დელევინი, ენჯი ევერჰარტი, გვინეთ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი, როზანა არკეტი და სხვები. თითოეულ ისტორიას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს.
CNN-ი აზუსტებს, რომ დღეისათვის უკვე ცნობილი ეპიზოდები 1980-2015 წლებში ხდებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200