შინდისის გზატკეცილზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
- საზოგადოება
- 19.10.2017
- 15:34
გორში, შინდისის გზატკეცილზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტის ერედვის განყოფილების თანამშრომელი იყო.
მას გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.