png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა

  • საზოგადოება
  • 19.10.2017
  • 18:42
 სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა

,,მოვითხოვთ სექსუალური შევიწროების აკრძალვას!" - ,,ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით, სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად.

მათივე განცხადებით, სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

"ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, მოვითხოვთ სექსუალური შევიწროების აკრძალვას კანონით. დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა.

სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

დროა, კანონით აიკრძალოს სექსუალური შევიწროება!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს აქ შეუძლია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge