თურქეთში გიულენთან კავშირისთვის 110 ეჭვმიტანილი დააკავეს
- მსოფლიო
- 20.10.2017
- 11:44
თურქეთის უსაფრთხოების ძალები ფეთჰულაჰ გიუელნის ორგანიზცაიასთან (FETO) კავშირში 110 ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია ტარდება.
სპეცოპერაცია თურქეთის 24 პროვინციაში მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან ჰოლდინგ Kaynak-ის თანამშრომლები, რომლებიც FETO-ს წევრობასა და ამ ორგანიზაციის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილნი.
თურქეთის ხელისუფლება FETO-ს გასული წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. თავად გიულენმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ამბოხის მცდელობა დაგმო და მასთან კავშირი უარყო. თურქეთში ამბოხის შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურებიდან კი 140-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200