ბომბი, რომელიც ჟურნალისტის მანქანაში აფეთქდა, სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა
- მსოფლიო
- 20.10.2017
- 12:19
მალტური მედია ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის ახალ დეტალებს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი, რომელიც ჟურნალისტის მანქანაში აფეთქდა, სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეფონზე დარეკვისას ამოქმედდა.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ბომბი 500 გრამ ჩეხური წარმოების პლასტიკურ ფეთქებად ნივთიერება სემტექსს შეიცავდა.
დაფნე კარუან გალიცია ე.წ. ,,პანამის დოკუმენტებს" იძიებდა. ის, 16 ოქტომბერს, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200