primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის-NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 20.10.2017
  • 18:18
 მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის-NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი ინტერესისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიის სავარჯიშოს განხორციელებისას, როგორიც თვითმმართველობის არჩევნებია, NDI ყოველთვის უერთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერების ძალისხმევას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის-NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არჩევნებზე დაკვირვებას საქართველო აღიქვამს, როგორც მეგობრების დახმარებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მეთოდების და გზების დახვეწაზე ზრუნავენ.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებათ დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა და შეფასდა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მომხდარი დარღვევები და პოზიტიური ტენდენციები. მთლიანობაში, კი მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

"კარგია, რომ დებატები შედგა და იყო მეტნაკლებად შინაარსობრივი განხილვები, თუმცა ცხადია პრობლემები რჩება. ძალიან დიდი პრობლემაა უთანაბრობა პარტიებს შორის დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის, იმ ფორმით, როდესაც შესაძლოა, ადამიანები იძულებულნი ხდებოდნენ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ხელფასის დაკარგვის შიშით შეესრულებინათ გარკვეული პარტიული დავალებები, იცით რომ ასეთი ფაქტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამას გამოძიება სჭირდება", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტები შეიძლება იყოს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმის დარღვევა რაც ასე ზარ-ზეიმით ჩაიწერა კონსტიტუციაში - ღირსების უფლების დარღვევა, რასაც ცხადია გამოძიება.

"ასევე, გამოძიება სჭირდება იმ სამწუხარო ფაქტსაც, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი მარნეულში. ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა, საქართველოს მოქალაქეებმა შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მივიდნენ არჩევნებზე და იაქტიურონ. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადადგამს ნაბიჯს წინ დემოკრატიული განვითარებისკენ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის განცხადებით, საქართველოში არსებულ საარჩევნო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება კვირას გაკეთდება, როცა მისიას ექნება სრული ინფორმაცია, სწორედ ამის შემდეგ გაიცემა წინასწარი დასკვნები და რეკომენდაციები.

რაც შეეხება მარნეულის ინციდენტს, ლორა ტორნტონის განცხადებით, მისიისათვის ინფორმაცია ჯერ სრულად ნათელი არ არის: "ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობა - არის ეს პოლიტიკური, თუ არა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩევლისთვის არასასიამოვნო გარემოს ქმნის. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამომრჩეველი იგრძნობს ხმის მიცემის ძალაუფლებას და ძალადობის ინციდენტები აღარ იქნება", - ლორა ტორნტონმა.

როგორც ევრაზიის პარტნიორობის ფონდის კონსულტანტმა პერ გორან ეკლუნდმა განაცხადა, მისია დაინტერესდა, როგორ აფასებს სახელმწიფოს მეთაური საარჩევნო გარემოს და რა შეხედულებები აქვს მას წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი მოვლენების, პოლიტიკურ კლიმატის და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა, რათა მოვისმინოთ მისი საარჩევნო გარემოს შეფასება და შეხედულებები წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი მოვლენების, პოლიტიკურ კლიმატის და მომავალი რეფორმების შესახებ.

ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს პერსპექტივას აფართოებს და ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას ამარტივებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ პრეზიდენტმა გამოყო დრო ჩვენთან შესახვედრად და მოსაზრებების გასაზიარებლად", - აღნიშნა ეკლუნდმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge