კახა კალაძე თბილისის მერია
- პოლიტიკა
- 22.10.2017
- 11:14
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის დათვლილია თბილისის ყველა, 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს.
ცესკო-ს მონაცემებით - მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.46%-ით.
მესამე ადგილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იკავებს - ხმების 16.53%-ით.
მეოთხე ადგილზეა ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) - 7.13%.
ირმა ინაშვილმა ხმების 3.02 % მიიღო („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.
მონაცემების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200