ზუგდიდში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ,,თიბისი'' ბანკის გადახდის აპარატი
- სამართალი
- 23.10.2017
- 12:11
ზუგდიდში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა, ქირიას ქუჩაზე წუხელ მოხდა.
მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, რომ წაღებულია პროდუქტი და ,,თიბისი'' ბანკის გადახდის აპარატი.
მისი თქმით, დღეს დილით მაღაზიის რკინის კარები დამტვრეული დახვდათ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200