ავარია ტაბახმელაში - არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 23.10.2017
- 13:45
ტაბახმელაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.