დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან - გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა
- პოლიტიკა
- 23.10.2017
- 14:43
ქუთაისის მერობის კანდიდატმა პარტია ,,თავისუფალი საქართველოდან“ გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა, ეს განცხადება წულაიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ“, - აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატების“ ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გოგი წულაია.
„ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ „გავაბედნიერებ“,- აცხადებს წულაია.
მედიასთან გოგი წულაიამ პოლიტიკური ტაიმაუტის აღების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200