primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ოთახში სანამ შემოვიდოდა, ვგრძნობდი მის იქ ყოფნას - ვის იხსენებს ხატია ბუნიათიშვილი

  • ეს საინტერესოა
  • 23.10.2017
  • 18:04
ოთახში სანამ შემოვიდოდა, ვგრძნობდი მის იქ ყოფნას - ვის იხსენებს ხატია ბუნიათიშვილი

მას ორკესტრი, ცალკეული ინსტრუმენტებით, გაუჟღერებლად ესმოდა, მუსიკით მთლიანად იყო გაჟღენთილი, - ასე იხსენებს პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მის პედაგოგს, პიანისტ გიზი ამირეჯიბს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,კონცერტზე გასვლის წინ მეუბნებოდა: ,,დაივიწყე ყველაფერი,რაც გასწავლე. მთელი სამყარი შენია, ისიამოვნე." სტადიონზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მის გარშემო განსხვავებული აზრის გამო, თვალებში ზიზღს და ზემოდან ყურებით ნიშნისმოგებას რომ ვხედავდი, გიზიმ გულში ჩამიკრა, თვალებიდან სიყვარულს აფრქვევდა. მისგან გაკიცხვა, განსხვავებული აზრის გამო მტრობა, სიყეყეჩე და მეწვრილმანეობა ძალიან შორს იყო.
გიზიმ მასწავლა როიალის ორკესტრივით მასშტაბურად და მრავალფეროვნად გაჟღერება. მას ორკესტრი, ცალკეული ინსტრუმენტებით, გაუჟღერებლად ესმოდა, მუსიკით მთლიანად იყო გაჟღენთილი. მისი მუსიკალური ფრაზები ისეთივე ბუნებრივი და გრძელი იყო, როგორც მისი გულწრფელი განუკითხაობა და დიდსულოვნება. ოთახში, სადაც გაკვეთილს გვიტარებდა, გაჩერებულ დროში, ქალაქის ხმაურიდან და შუქიდან შორს, დაგუბებულ სივრცეში და სიჩუმეში ჩვენს თვალწინ ბადებდა ბგერას, ფერებს ჩვენსავე ტვინში აზავებდა, დრამატურგიას ერთი ხელის მოსმით გვიხატავდა და მასწავლებელსა და შეგირდს შორის ზღვარის გაუვლელად, იბადებოდა ინტერპრეტაცია, ყოველგვარი გავლენის მცდელობის გარეშე. მისი წასვლით ეს რეალობა გაქრა და დარჩა წარმოდგენად. როგორც ადამიანი, ვგლოვობ ამ დანაკლისს. მტკივა, რომ კანტიკუნტად მოხეტიალე დამშეული ნორჩი სულები ამას ვერ მოესწრნენ. ასევე, როგორც ადამიანი, ჩემს ტვინს და შთაგონებას ვკვებავ ფანტაზიით, რომელიც დამიტოვა, როგორც გენიოსი ტოვებს შედევრს. 
იმ ოთახში, ბნელში მშვიდად გამონათებული მისი სული, მაშინაც არის, როდესაც იქ არ არის. ასე იყო მის სიცოცხლეშივე. ოთახში სანამ შემოვიდოდა, ვგრძნობდი მის იქ ყოფნას, იმდენად, რომ მისი შემოსვლისას ძალიან არ მინდოდა მივსალმებოდით ერთმანეთს, მენანებოდა იდეალური ჰარმონიის დარღვევა. მაინც ვესალმებოდით, ზრდილობა არ გვაძლევდა ჰარმონიით ტკბობის უფლებას. ასე, ყოველი გაკვეთილისას ვეხებოდი სრულყოფილ სიმშვიდეს და მალევე ვემშვიდობებოდი მას. (ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი.)

ასეთი დიდი ადამიანი იყო გიზი. მასთან სიჩუმეში ჯდომაც კი გაგაგებინებდა იქამდე გაუგებელს. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი არსებიდან აფრქვევენ მუსიკას, სიბრძნეს, სიყვარულს. ამის არდანახვა ან შერყვნა მხოლოდ სულმდაბალ და მავნე ადამიანს შეიძლება მოუნდეს. 
ბოროტება აბრმავებს'', - წერს ხატია ბუნიათიშვილი.

ხატია ბუნიათიშვილი-ის სურათის შედეგი

Khatia Buniatishvili-ს ფოტო.

Khatia Buniatishvili-ს ფოტო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge