png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ისრაელში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება

  • პოლიტიკა
  • 24.10.2017
  • 11:25
ისრაელში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება

საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ისრაელში უკვე გაემგზავრა. 

დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტი ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას ემსახურება. 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ისრაელში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. 

„საქართველოს ისრაელთან ბევრი მიმართულებით სამაგალითო თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც, წლებთან ერთად, პროგრესულად ვითარდება. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გვექნება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ისტორიულ და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას. საუბარი გვექნება პოლიტიკურ მხარდაჭერის, ეკონომიკური ურთიერთობებისა და იმ მნიშვნელოვან პროექტების შესახებ, რასაც ისრაელთან ერთად ვახორციელებთ. ასევე, ვისაუბრებთ საგანმანათლებლო, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე“,- აღნიშნა გამგზავრების წინ სოფიო ქაცარავამ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გამართულ შეხვედრებზე კოლეგებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. 

„საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ისრაელში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან მაღალი დონის შეხვედრები გვექნება. განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, როგორც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს, ასევე, ეკონომიკურ საკითხებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მივაწვდით კოლეგებს და პარტნიორებს უახლეს ინფორმაციას პარლამენტის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ასევე, ჩატარებული არჩევნების შესახებ,. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ისრაელი ჩვენი მტკიცე მოკავშირეა და ეს ვიზიტიც ამ ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 
საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. 

„თანამედროვე ურთიერთობაში ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებისაა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. თავისთავად ცხადია, ტერორიზმი, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები არის გამოწვევა არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს - ისრაელისა, არამედ ეს მეტნაკლებად საქართველოსაც შეეხება, ამიტომ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ღირებულია ორივე ქვეყნისთვის და საერთო ჯამში, ეს გამოადგება რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. 

როგორც ისრაელში გამგზავრების წინ ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას კიდევ უფრო განმტკიცების. 

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხვდებით ქნესეთის თავმჯდომარეს, ასევე, ქვეყნის პრეზიდენტს. გვექნება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობაზე, რომელიც არაერთი წელია გრძელდება. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge