primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა - საქართველო ლეგენდარული მუსიკოსის მოლოდინში

  • კულტურა
  • 24.10.2017
  • 11:52
Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა - საქართველო ლეგენდარული მუსიკოსის მოლოდინში

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა.

ელექტორნული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა.

Björk-ის  მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან.

თბილისში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი, ისტორიის მანძილზე პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში.

ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები, ქვეყნების მიხედვით ასეთია:

საქართველო - 83, 93 %

რუსეთი - 6, 74%

აზერბაიჯანი -1,39

სომხეთი - 1,29%

გერმანია - 0,83%

დიდი ბრიტანეთი -0,65%

ისრაელი - 0,65%

თურქეთი -  0,55%

უკრაინა - 0,55%

ყაზახეთი - 0,46%

არაბთა გაერთიანებული საემიროები - 0,28%

ბელგია - 0,28%

ჰოლანდია - 0,28%

ამერიკის შეერთებული შტატები - 0,28%

ჩინეთი - 0,18%

საფრანგეთი - 0,18%

საბერძნეთი - 0,18%

იტალია - 0,18%

სამხრეთ კორეა - 0,18%

მავრიტანია - 0,18%

პოლონეთი - 0,18%

სერბეთი - 0,18%

ავსტრია - 0,09%

ბელორუსი - 0,09%

ესპანეთი - 0,09%

მადაგასკარი - 0.09%

ამ დროისთვის ისევ გაყიდვაშია 31 ოქტომბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. (ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge -ზე ან თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში. ფასი: 200 ლარიდან)

ორივე კონცერტზე, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს, „Vulnicura”-ს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შესრულდება ახალი სიმღერებიც.

კონცერტების წარმდგნი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS -ია.

SOU - არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს. არაცნობიერის ნაკადი კი, ის მუსიკაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ცნობიერი წესრიგიდან, გაუკვალავ სმენად ველში გადავყავართ. ფესტივალის მთავარი ინტერესები მუსიკალური ექსპერიმენტები, ხმის კვლევა, ახალი გამოწვევები და მეთოდებია მუსიკალურ თვითგამოხატვასა თუ ვიზუალურ რეპრეზენტაციაში, რაც კულტურული მეხსიერების გაღვიძებასა და ახალი სრულიად ახალი სააზროვნო სივრცის გახსნას ემსახურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge