პოროშენკომ უკრაინა გაეროს დამაარსებლად გამოაცხადა
- მსოფლიო
- 24.10.2017
- 13:29
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა გაეროს დამაარსებელი იყო. მან ამის შესახებ Twitter-ის მიკრობლოგში დაწერა.
„გაეროს შექმნის დღე - ეს უკრაინის ზეიმიც არის, რადგან უკრაინა ორგანიზაციის დამაარსებელ ერებს შორის იყო“, - წერს პოროშენკო.
გაერო საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ინიციატივით 1945 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის პირველ წევრებს შორის იყვნენ ბელორუსიისა და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200