გურჯაანში 4 მეტრის სიმაღლიდან ქალი გადავარდა
- საზოგადოება
- 24.10.2017
- 14:39
გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა.
51 წლის დარეჯან ძამსაშვილი 4 მეტრის სიმაღლიდან იმ დროს გადავარდა, როცა სათავსოდან ოთახში შეშის გადაზიდვას ცდილობდა.
დაშავებული მოტეხილობებითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჰოსპიტალში მოათავსა.