png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლების ტრანზიტის უფასოდ განხორციელების უფლების დაბრუნებას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 24.10.2017
  • 17:10
 საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლების ტრანზიტის უფასოდ განხორციელების უფლების დაბრუნებას ითხოვს

საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლების ტრანზიტის უფასოდ, ანაზღაურების მიღების გარეშე განხორციელების უფლების დაბრუნებას ითხოვს, რის შესახებაც პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

როგორც საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები განმარტავენ, 2012 წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობაში ე. წ. „მასთ ქერის” და „მასთ ოფერის” პრინციპი შევიდა, რაც ერთი მხრივ, ოპერატორებს ავალდებულებდა, რომ  საერთო მაუწყებლები შეთავაზებულ ყველა პაკეტში განეთავსებინათ, მეორე მხრივ კი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეეძლო უფასოდ, მაუწყებლის ნებართვის გარეშე ასეთი მაუწყებლობის ტრანზიტი განეხორციელებინა.

2013 წელს კი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ განხორციელდა დამატება, რაც მხოლოდ სავალდებულო ტრანზიტის ცნებას ითვალისწინებს და გულისხმობს იმას, რომ საერთო მაუწყებელს უფლება აქვს, მოთხოვოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, განათავსოს ტელეარხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში, ოპერატორი კი ვალდებულია, მისი მოთხოვნა შეასრულოს, მაგრამ თუ ოპერატორს სურს ასეთი არხის ქსელში განთავსება, მას აუცილებლად სჭირდება ნებართვა თავად მაუწყებლისგან, რაც შესაძლოა ფასიანი აღმოჩნდეს. ამ დღეებში ასეც მოხდა, რამდენიმე მაუწყებელმა ოპერატორებისგან ფასიანი ტრანზიტი მოითხოვა, რაც ტრანზიტორი კომპანიების წარმომადგენლებს უსამართლობად მიაჩნიათ.

როგორც საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები განმარტავენ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, „საზოგადოებრივ მაუწყებელსაც“ კი აქვს უფლება, რომ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვოს.

საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება  და სავალდებულო ტრანზიტის პირობების გადახედვა, რათა თანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ მაუწყებლები და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ყველა მხარის პოზიცია მოისმინეს, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისგან.

კომიტეტის წევრთა  აზრით, პარლამენტში წარდგენილი საკითხი დამატებით შესწავლას და კონსულტაციების გამართვას საჭიროებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, საკითხი იმდენად მრავალმხრივია, რომ მასზე პოზიციის ჩამოყალიბება კომიტეტის ერთი სხდომის ფარგლებში ვერ მოხდება: „აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ორ სტრუქტურას შორის დავაზე, გაცილებით სიღრმისეულია ეს საკითხი და ამას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებაზე გადაწყვეტილებების მიღება საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით გადადო.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge