png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

  • პოლიტიკა
  • 13.11.2015
  • 16:18
შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავის სლოვაკ კოლეგასთან რობერტ კალინიაკასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და რობერტ კალინიაკასმა, რომელიც ამავდროულად, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“. შეთანხმება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. მინისტრებმა საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს მოაწერეს ხელი. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების მე-19 მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს თხოვნის საფუძველზე, მხარეები ორმხრივ საიმპლემენტაციო ოქმებს აფორმებენ, რომლებიც შეთანხმების განხორციელების დებულებებს განსაზღვრავენ. შეხვედრისას გიორგი მღებრიშვილმა და რობერტ კალინიაკასმა, ორმხრივი თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს, რაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაზრდის გზით მოხდება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge