primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი კობახიძე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 25.10.2017
  • 13:51
 ირაკლი კობახიძე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრები ისრაელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართა.

ქნესეთში ოფიციალური დახვედრის ცერემონიისა და ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ქნესეთის თავმჯდომარესთან, იული იოელ ედელშტეინთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პირისპირ საუბრის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია და ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარეები - ჰილიკ ბარი და იოავ კიში ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანას საქართველოდან წარმომადგენლობითი საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობს, რაც ხაზს უსვამს საქართველოსთვის ისრაელთან მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. მათი შეფასებით, ქვეყნებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები უფრო დინამიური ხდება.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და ამ მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღრმავებაში საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობისა და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.

საუბარი, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს შეეხო. იული იოელ ედელშტეინმა ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ხალხებს შორის 26 საუკუნოვანი, ისტორიული კავშირით და სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ მოტივაციას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. არის ბევრი სფერო, სადაც თანამშრომლობის გაძლიერება შეგვიძლია და უკვე არსებობს მრავალი მიმართულება, სადაც უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ეწვია ისრაელს და თქვენს ქვეყანაში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. ჩვენი შეხვედრა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის. გვჯერა საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და მეგობრობის. ჩვენი მოტივაციაა, საქართველო იყოს ისრაელის ძლიერი პარტნიორი და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესიც.

დელეგაცია საქართველოს პარლამენტის 11 წევრისგან შედგება, რაც ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ინტერესის დემონსტრირებას ახდენს. ასევე, ეს აჩვენებს ქართველი ხალხის სიყვარულს ებრაელი ხალხისა და ისრაელის მიმართ. ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებიც. ჩვენ ერთმანეთთან მრავალი წინააღმდეგობა გვაქვს, თუმცა, არსებობს საკითხი, რომელზეც ყველა ვთანხმდებით - ეს არის მეგობრობა ისრაელთან",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაფართოებულ შეხვედრაზე.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძლიერი და სტაბილურია. ჩვენი როლია არა იმაზე საუბარი, თუ რის გამოსწორებაა საჭირო, არამედ საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება დამატებით გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს.

ჩვენ, პარლამენტარებს, საერთო და ერთმანეთის მსგავსი გამოწვევები გვაქვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენ საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმაზე ვისაუბრეთ, რომელიც ქართულ სისტემას ისრაელის სისტემასთან აახლოებს.

ვფიქრობ საპარლამენტო ურთიერთობები უნდა ასახავდეს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განვიხილავთ უსაფრთხოებასთან, გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს - ეს არის ჩვენი საერთო ინტერესის საგანი",- განაცხადა ქნესეთის თავმჯდომარემ.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge