წალენჯიხაში ქართველი მესაზღვრე გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 26.10.2017
- 15:57
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ქართველი მესაზღვრე გარდაიცვალა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს იარაღი, სავარაუდოდ, შემთხვევით, თავად გაუვარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის საავადყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.