ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 26.10.2017
- 17:13
ინდონეზიაში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა და 35 დაშავდა.
აფეთქება ქალაქ ტანგერანგში მოხდა, რომელიც დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლოს მდებარეობს.
თვითმხილველები ორი აფეთქების შესახებ საუბრობენ, პირველი დილის 10 საათზე მოხდა, მეორე კი სამი საათის შემდეგ.
საწარმოში 103 ადამიანი მუშაობდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200