საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა (ფოტოები)
- პოლიტიკა
- 26.10.2017
- 17:25
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ყურაშვილი დანიშნა, ნორვეგიის სამეფოში მაიაყიფშიძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, კატარშინიკოლოზ რევაზიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე, შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია.
დღეს სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა. ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს ის ხედვები წარუდგინეს, რა მიმართულებებითაც აპირებენსაქმიანობის დაწყებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200