png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სოფლის მეურნეობის გაძლიერება პასუხია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპულ გამოწვევაზე - მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.10.2017
  • 18:50
 სოფლის მეურნეობის გაძლიერება პასუხია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპულ გამოწვევაზე - მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში გიორგი მარგველაშვილს ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ წარუდგინა.

ასოციაციის ახალ პროექტებს შორისაა ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია "აგრონავტი" და წიგნი "გზა ფერმერობისკენ".

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპული გამოწვევის: სურსათით ჩვენივე ბაზრის უზრუნველყოფის; ქვეყანაში სავალუტო კურსის სტაბილურობის და დასაქმების პრობლემის პასუხს წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტმა ფერმერებთან შეხვედრისას ქვეყნის განვითარების საკითხში სოფლის მეურნეობის განვითარების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციაში არსებობდა ჩანაწერი - "რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია სოფლის მეურნეობის აყვავება; მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე", - რაც ჩვენი ქყეყნისათვის დარგის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა პრეზიდენტს საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მიწების გაფორმების გართულებას, ფინანსურ რესურსებთან და სახელმწიფო პროგრამებთან წვდომის თანასწორობას, საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსების შესაძლებლობის გაზრდას და სოფლის მეურნეობის დარგების სუბსიდირების საკითხებს შეეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიწის გასხვისების აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ფერმერის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მკვეთრად მიწის გასხვისების აკრძალვას.

"„იყიდება საქართველო" - ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. მე მგონია, რომ კონსტიტუციაში, აი ამ რაღაც უშინაარსო, პრანჭია ფრაზის ჩაწერით, ჩვენს სოფლის მეურნეობას სირთულე შეუქმენით.
მიზანი იყო დიადი, ნათელი, რომ კონსტიტუცია მიგვეღო, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ მიღებული კონსტიტუციის პირობებში როგორ შევამციროთ ის ზიანი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ, ამა თუ იმ სექტორს.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რაც აქ, ამ შემთხვევაში გასაკეთებელია ეს არის სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მიწის ბაზარი შედგეს.

როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, შესაბამისად ბანკებთან ჩვენ მისი საგარანტიო ფასიც დავაგდეთ, აი ეს უნდა იქნას კონპენსირებული რაღაც ფორმით.

თუ აი ამ ლექსის ჩაწერა გინდა კონსტიტუციაში და ჩაწერე ეს პათეტიკა, ახლა მიდი, დაუბრუნდი ფერმერს და ჰკითხე: რამდენად იოლად მიდის სოფლის მეურნეობაში ფული, რამდენად მზად არიან ბანკები სესხების გაცემაზე? თუ ეს, ასე არ არის, მაშინ კეთილი ინებე და ეს სადღეგრძელო აიღე და დააბალანსე ფინანსური ნაკადებით იმისთვის, რომ
რაღაცნაირად ქვეყანაში მიწის ბაზარი ამა თუ იმ ფორმით შედგეს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების გაძლიერებასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, ძალიან წაადგება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდა ფერმერებს საჩუქრად წიგნები გადასცა და შესაბამისი განათლების მიღებისაკენ მოუწოდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge