png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს

  • პოლიტიკა
  • 27.10.2017
  • 10:05
 შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) N7 სექტორი „სულდის“ ახალი შენობა გახსნეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სასაზღვრო პოლიციის განვითარება, მისი შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან დაცული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას,  ამერიკის საელჩოს საქართველოში და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს. მათი აქტიური ჩართულობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გახსნის ცერემონიალს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი,  ლევან ჭაბუკიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასაზღვრო სექტორის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება.

პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

სექტორი „სულდის“ ახალი შენობის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა მესაზღვრეების აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკულმა მხარემ გადასცა.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს

(DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: აშენდა ახალი სასაზღვრო სექტორები და კინოლოგიის ცენტრი, სახელმწიფო საზღვრი ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღიჭურვა, დაინერგა სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ფლოტი, გაუმჯობესდა გემთსარემონტო შესაძლებლობები და საზღვაო ინფრასტრუქტურა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge