,,Twitter''-მა ,,Russia Today'' და ,,Sputnik"-ს რეკლამები დაუბლოკა
- მსოფლიო
- 27.10.2017
- 12:22
,,Twitter''-ი რუსული მედიასაშუალებების, „Russia Today“ და „Sputnik“-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს, ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია იტყობინება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „Russia Today“ და „Sputnik“-ის პროფილებიდან ნებისმიერი რეკლამა დაიბლოკება. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.
სოციალური ქსელის ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო მიიღეს.
დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, „Twitter“-ში განაცხადეს, რომ „Russia Today" და ,,Sputnik'' რუსეთის მთავრობის დავალებით არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200