png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა უკრაინის უმაღლეს რადაში მეექვსე პლენარულ სესაის გამართვას

  • პოლიტიკა
  • 29.10.2017
  • 11:31
 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა უკრაინის უმაღლეს რადაში მეექვსე პლენარულ სესაის გამართვას

29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, კიევში, უკრიანის უმაღლეს რადაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეა მეექვსე პლენარულ სესიას გამართავს. სესიის ფარგლებში ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

2017 წელს ასამბლეამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტები ისეთი მნიშვნელობის თემებზე როგორიცაა:

  • ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობა
  • ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირება
  • 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორცილება ენერგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ასამბლეა 24 ნოემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებითაც იმსჯელებს და პარტნიორების ინტერესებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, სამიტის საყურადღებოდ, განცხადებას შეიმუშავებს. მიმდინარე წელს ასამბლეის ფარგლებში შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორების სამი ასოცირებული ქვეყნის შემადგენლობით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების თემაზე, რომელიც პირველ სხდომას უკრაინის სესიის ფარგლებში გამართვას და  თანათავმჯდომარეებს აირჩევს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან(10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია). შედგება საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრია. ასამბლეის ინაუგურაცია 2011 წლის 3 მაისს, ქ. ბრიუსელში შედგა.

ფორუმი ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა დაეკონომიკურ ინტეგრაციას საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობისგზით. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში. ასამბლეა იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ევროკავშირისინსიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების საყურადღებოდ;

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge