png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დაბეჯითებით ვითხოვ გაასაჯაროვოს სამხარაძემ ეს ჩანაწერი - შალვა რამიშვილი სამხარაძის ბრალდებებზე

  • ეს საინტერესოა
  • 29.10.2017
  • 14:00
დაბეჯითებით ვითხოვ გაასაჯაროვოს სამხარაძემ ეს ჩანაწერი - შალვა რამიშვილი სამხარაძის ბრალდებებზე

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

„მეგობრებო! დღეს რ2-ზე, კვესიტაძის გადაცემაში, თათია სამხრაძე მეასეჯერ მოჰყვება თუ როგორ „შევავიწროვე სექსუალურად“. გასაგებია რომ რ2-ს , როგორც ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირი იტყოდა, ჩემი „ლიჩნი ნიპრიაზნი აქვს“ და ამიტომ კვესიტაძე მე არ დამიძახებს სამხარაძის ბრალდებებზე პასუხის გასაცემად! ამას არც ველოდი! აქ სხვა რამის თქმა მინდა: მთავარი სამხილი, რომელიც სამხარაძემ სასამართლოზე წრადგინა, არის ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც „ამტკიცებს“ შევიწროვების ფაქტს. ეს ჩანაწერი სრულიად კანონიერად გადმომეცა მე – როგორც მოპასუხეს სამხარაძის სარჩელზე. დაბეჯითებით ვითხოვ გაასაჯაროვოს სამხარაძემ ეს ჩანაწერი! თუ მასში მართლაც ზეწოლაა განა ეს არ იქნება ყველაზე კარგი საშუალება ჩემს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისა?! განა ეს არ დაეხმარება ქალ აქტივისტებს შევიწროვების აკრძალვის კანონის ლობირებაში? მაგრამ იქნებ ჩანაწერში სულ სხვა რამაა აღბეჭდილი?

მოკლედ, ის რომ ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება არის ტყული იმითაც მტკიცდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ცოცხალი თავით არ ასაჯაროვებს ჩანაწერს. იქ მათთვის სასარგებლო რამ იყოს ხომ წამსვე დამეთანხმებოდნენ და გამოაქვეყნებდნენ ან ნებას მომცემდნენ მე გამომექვეყნებინა!

ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით ცდილობენ რ2-თან ერთად ხელსაყრელი ფონის შექმნას ფემინისტები

საქმის განხილვა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სასამართლოში და ის ჩემი გამარჯვებით დასრულდება!

p.s. მე ცალმხრივად ვერ გამოვაქვეყნებ!“ - წერს შალვა რამიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge