როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საზოგადოება
- 29.10.2017
- 15:18
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.