primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

,,PSP”-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო „სტივი ევორდსი“ მიიღო

  • ეკონომიკა
  • 30.10.2017
  • 11:09
,,PSP”-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო „სტივი ევორდსი“ მიიღო

ქართულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვება „სტივი ევორდსზე“ ნომინაცია „წლის საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა.

2017 წლის „სტივი ევორდსის“ გალა-დაჯილდოვება 21 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართა, სადაც PSP-ს  ჯილდო „წლის საუკეთესო რებრენდინგი/განახლება“ გადაეცა. „PSP”-ს რებრენდინგის პროექტის კონცეფცია „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ გახდა. რებრენდინგმა ქართველი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.  

„სტივი ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოვებაა. 200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევდა მათთვის რჩეულ კომპანიას. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სახდასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა სხვადასხვა ნომინაციებში. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“   ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. სხვადასხვა დროს სტივი ევორდსის გამარჯვებულები არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები როგორიცაა ეფლი, ფორდი, პროქტერ გემბლი, სამსუნგი და ა.შ.

ექსპერტების შეფასებით PSP-ს რებრენდინგმა მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული აღიარება და მოწონება დაიმსახურა: „ეს არის წარმატებული და შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც მთლიანად დარგის ბაზარს უბიძგებს განვითარებისკენ; ძალიან დასაფასებელია მომხმარებელზე ზრუნვა, რომელიც პროექტის ყველა ნიუანსში იგრძნობა“.

წლევანდელ გამარჯვებულებს შორის არიან მულტინაციონალური  მეგაკომპაპიები, რომლებიც თავის საქმიანობას მთელ მსოფლიოში ახოციელებენ: Cisco (ტექნოლოგები), MSL Group (საერთაშორისო PR კომპანიების ქსელი, სათაო ოფისით საფრანგეთში); Telecom, DHL, ZOOM International,  Micro Health, Pan America Energy, Union National Bank, University of Limerick და სხვ.

„სტივი ევორდსი“ 16 წლისაა უკვე და მას უწოდებენ „ოსკარს“ ბიზნესისთვის. ჩვენ ვეუბნებით ხალხს რომ ეს ყველაზე მნისვნელოვანი ჯილდოა და ხალხიც გვეთანხმება. ჩვენ ვიღებთ განაცხადებს ისეთი დიდი კომპანიებისგან, როგორიცაა აი-ბი-ემი, სისკო სიტემ, ჯენერალ მოტორსი, ეფლ კომპიუტერსი, ჰევლეტ პალარდი, გუგლი, ასევე სასტუმროები: მერიოტი, ჰაიატ, ჰილტონი. დიდი კომპანიები 5-6 ნომინაციაში მონაწილეობენ. ჟიური ინეტრნაციონალურია, მთელი მსოფლიოდან. ნომინაციას, რომელშიც „პსპ“ იყო, აფასებდნენ ჟიურის წევრები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, რაც დიდი მიღწევაა“, აღნიშნა  „სტივი ევორდსის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მაიკლ გალაჰერიმ.

„ეს არის პირველი Stevie Awards ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჯილდო დიდი მოტივაციაა „პსპ“-ს 5000 თანამშრომლისთის და მთლიანად ქართული ბიზნესისთვის“, აცხადებს  „პსპ ჯგუფის“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი.

“მთელი მსოფლიოდან შემოსულ განაცხადებზე მუშოაბა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო; მე პირადად მაღალი ქულებით შევაფასე კრეატიული და განსაკუთრებული განაცხადები; რთულია გამოვყო რომელიმე დასამახსოვრებელი კომპანია, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის პროექტები, რომლებშიც კომპანიებმა გლობალური მარკეტინგული პრობლემები წარმატებით გადაჭრეს“, აცხადებს  ჟიურის წევრი, ჰუნგ კი კიმი, კორეის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge