გიორგი კვირიკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მიღებს მონაწილეობას
- პოლიტიკა
- 30.10.2017
- 13:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.
ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანში ასევე იმყოფებიან ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.