მე-11 კლასის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა - რა მოხდა ცაგერის რაიონში
- საზოგადოება
- 30.10.2017
- 13:09
ცაგერის რაიონის სოფელ ხოჯის მე-11 კლასის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა, რის გამოც ყბა-სახის არეში დაზიანება მიიღო.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.