png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციას - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ დაესწრო

  • პოლიტიკა
  • 30.10.2017
  • 15:38
 შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციას - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სწორად წარმართულმა კამპანიამ - „შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთვის“ და არასამთავრობო სექტორთან ეფექტიანმა თანამშრომლობამ, ასევე, დიპლომატიური კორპუსის აქტიურმა ხელშეწყობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. შს სამინისტრო, თავის მხრივ, გამჭვირვალობისა და ჩართულობის კუთხით უპრეცენდენტო იყო. ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი უწყება და ჩვენს კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რათა  დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ ამ სფეროს განვითარებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო ამაღლებისთვის. შემდეგი ეტაპია ვიდეოჯარიმების ახალი სისტემა და ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომლის ამოქმედებაც 1 ნოემბრიდან იგეგმება. ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ არის ის, რომ  უკვე 3-წლიან პერსპექტივაში, დიდ ქალაქებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრირება უნდა განახორციელონ ტექნოლოგიებმა, ხოლო საპატრულო პოლიციის როლი მთლიანად კრიმინალის პრევენციის მიმართულებით უნდა განვითარდეს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით განხორციელებული პროექტები.  შსს მეორე წელია, ახორციელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-სოციალური კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  ამავე პროგრამის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არაერთი ეფექტიანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლუკას ბეგლინგერი, ასევე, თბილისის ახლადარჩეული მერი - კახი კალაძე, სამთავრობო, არასამთავრობო, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე დასასწრებად, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შვეიცარიისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე, უცხოელი ექსპერტებისგან კვალიფიციური რეკომენდაციების მიღება.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა თემატური სემინარი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების, კანონმდებლობისა და აღსრულების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების, საგზაო უსაფრთხოების გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ჯანდაცვის ასპექტებზე.

კონფერენციაზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომელიც  სხვადასხვა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას დაეგზავნება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge