primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

  • სამართალი
  • 31.10.2017
  • 11:22
 საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის  აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის და ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტების გამოვლენის მიზნით,  ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებს.

აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ასევე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის  - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი დანაყოფი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისი დანაყოფის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის 2 ფაქტი გამოვლინდა და ბრალდებულის სახით სომხეთის 2 მოქალაქე იქნა დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა,  რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვის გადაზიდვას ახდენდა, თუმცა  შემოწმებისას  აღმოჩნდა, რომ სატვირთო  ავტომობილით დიდი ოდენობით -  48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის  გადაზიდვა ხდებოდა.

მეორე შემთხვევაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „გუგუთის“ გავლით ბრალდებული, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად,  მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ყვავილების ტრანზიტს ახორციელებდა.  ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის უკანონო  გადაზიდვას.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 825 ლარს შეადგენს.

 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 8 წლამდე ვადით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge