ამინდის პროგნოზი
- საზოგადოება
- 31.10.2017
- 13:21
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.