სააკაშვილის სარჩელს საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლო 30 ნოემბერს განიხილავს
- მსოფლიო
- 31.10.2017
- 13:23
კიევის ადმინისტრაციულმა საოლქო სასამართლომ 30 ნოემბრისთვის დანიშნა მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურს მისთვის დამატებითი დაცვით მოსარგებლე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო უჩივის.
სასამართლოს პრეს-სამსახურის განცხადებით, მოსარჩელე სასამართლოს სთხოვს უკანონოდ აღიაროს საემიგრაციო სამსახურის ქმედება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200