png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

  • პოლიტიკა
  • 31.10.2017
  • 14:02
 საქართველოს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ესტუმრა.

კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზნესმენები შედიან.

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში.

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ქართველი და უცხოური მედიის კითხვებს უპასუხებენ.

სასახლეშივე შედგება, ასევე, ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაც.

საქართველოში, სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ - ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ესტონეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტისას იგეგმება ასევე, შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

2 ნოემბერს საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.

ქუთაისში ესტონეთის პრეზიდენტი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.

კერსტი კალიულაიდი და გეორგ-რენე მაქსიმოვსკი სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებენ.

ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ნოემბერს დასრულდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge