png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გადადგომა სექსუალურ სკანდალთან არის დაკავშირებული

  • მსოფლიო
  • 02.11.2017
  • 11:16
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გადადგომა სექსუალურ სკანდალთან არის დაკავშირებული

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სერ მაიკლ ფელონი თანამდებობიდან გადადგა. ფელონის თქმით, წარსულში მისი ქმედება არ შეესაბამებოდა სამხედროებისთვის მიღებულ  სტანდარტებს.

 „ბი ბი სის“ წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება მისი მისამართით ახალ ან რაიმე კონკრეტულ პრეტენზიებს.

უკანასკნელ ხანებში ბრიტანეთის პარლამენტში ფართოდ განიხილება სექსუალური შევიწროების საკითხი.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში გავრცელდა მტკიცებულებები პარლამენტის წევრებისა და მათ შორის წარსულში ჩემი ქმედებების შესახებ. მათი უმეტესობა ტყუილია, მაგრამ ვაღიარებ, რომ წარსულში არ შევეფერებოდი მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც ვაკისრებთ შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც პატივი მაქვს წარმოვადგენდე“, - ნათქვამია ფელონის განცხადებაში.   

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მაიკლ ფელონმა აღიარა, რომ ერთხელ ჟურნალისტ ჯულია ჰართლი-ბრიუერთან თავს თამამად მოქცევის უფლება მისცა და აღნიშნა, რომ თავისი საქცილის გამო დიდი ხნის წინ ბოდიში უკვე მოიხადა. 

რადიოწამყვანმა და ადრეულ წლებში გაზეთ Sunday Express-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ინციდენტის შესახებ ისაუბრა, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა.

მისი თქმით, კონსერვატიული პარტიის კონფერენციის დროს გამართულ ვახშამზე მამაკაცი დაჟინებით ცდილობდა ჟურნალისტის მუხლზე ხელის დადებას, რის შემდეგაც ქალი  დაემუქრა, რომ კიდევ ერთი მცდელობის შემდეგ სახეზე  დაარტყამდა. ტაბლოიდმა Sun-მა მამაკაცის ვინაობა სწრაფად დაადგინა, ის თავდაცვის ახლანდელი მინისტრი სერ მაიკლ ფელონი აღმოჩნდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge