primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

9-19 თებერვალს ბერლინში „დათვები“ იღვიძებენ

  • კულტურა
  • 08.02.2017
  • 12:04
9-19  თებერვალს ბერლინში „დათვები“ იღვიძებენ

ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალში ოთხი ქართული ფილმი მონაწილეობს.

კინომანებმა და არა მარტო მათ, კარგად უწყიან, რომ ყოველი წლის თებერვალი ბერლინალეს თვეა. ბერლინის კინოფესტივალი 1951 წელს დაარსდა და წელს უკვე საპატიო და ჭარმაგი 67 წელი შეუსრულდა.

ფესტივალი წელს ფრანგი პროდიუსერის და რეჟისორის, ეტიენ კომანის ფილმით - „ჯანგოთი“ გაიხსნა. ეს რეჟისორის დებიუტია ბერლინში, რომელიც ბოშური წარმოშობის ცნობილი ჯაზ-გიტარისტი, ჯანგო რეინჰარდტის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. პარიზის ოკუპაციის შემდეგ მუსიკოსი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ორსაათიან ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს რედა კატები ასრულებს.

საკონკურსო პროგრამაში, „ოქროსა და ვერცხლის „დათვებს“ ერთმანეთს 18 ფილმი შეეცილება. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ბერლინში ვიხილავთ ცნობილი ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის ფილმს „იმედის მეორე მხარე“, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ფავორიტია ფესტივალზე. კრიტიკოსები ასევე დიდი ინტერესით ელიან 2013 წელს ბერლინის ფესტივალის „ოქრის დათვის“ („ბავშვის პოზა“) მფლობელის,  რუმინელი რეჟისორის, კალინ პეტერ ნეცერის ახალ ფილმს „ანა, ჩემი სიყვარული“.

საკონკურსო პროგრამაშია ასევე, ცნობილი პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის „მხეცის კვალი“, ბრიტანელი რეჟისორის, სალი პოტერის „წვეულება“, ფრანგი ალენ გომისის „ფელისიტე“, ჩილელი რეჟისორის, სებასტიან ლელიოს „ფანტასტიური ქალი“, გერმანელი რეჟისორების - ანდრეას ვაილის „ბოისი“ და ტომას არსლანის „თეთრი ღამეები“.

დოკუმენტური კინოთი გატაცების შემდეგ, მხატვრულ კინემატოგრაფს უბრუნდება ცნობილი გერმანელი რეჟისორი, ფოლკერ შლიონდორფი. მისი ახალი ფილმი „დაბრუნება მონტოკში“ ასევე საკონკურსო ფილმების პროგრამაშია. აღსანიშნავია ავსტრიელი რეჟისორის, იოზეფ ჰადერის „ველური თაგვი“ და იაპონელი ჰიროუკი ტანაკას „მისტერ ლონგი“.

ცხადია, გადაჭედილი იქნება დარბაზები დენი ბოილის Trainspotting -2-ის ჩვენებაზე, რომელსაც წელს არასაკონკურსო პროგრამაში უჩვენებენ. აღსანიშნავია აგრეთვე. ესპანელი რეჟისორის, ალექს დე ლა იგლესიას „ბარი“ და ამერიკელი ჯეიმს მენგოლდის „ლოგანი“.

წელს ბერლიონალეს ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი რეჟისორი პოლ ვერჰოვენი, ხოლო ჟიურის წევრები არიან: ისლანდიელი მხატვარი ოლაფურ ელიასონი, ამერიკელი მსახიობი მეგი ჯილენჰოლი, ტუნისელი პროდიუსერი დორა ფურატი, გერმანელი მსახიობი, „ვერცხლის დათვის“ მფლობელი, იულია იენჩი და „ოქროს დათვის“ ლაურეატი, ჰონკონგელი რეჟისორი, ვან ციუიანანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მეთორმეტედ მონაწილეობს ბერლინალეს ფარგლებში მოწყობილ ევროპული კინოს სტენდზე. ჩვენი ქვეყანა ფესტივალზე ოთხი ფილმით იქნება წარმოდგენილი: „ფორუმზე” უჩვენებენ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომელმაც უკვე მოიპოვა აღიარება სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო ბერლინში ფილმის ევროპული პრემიერა გაიმართება; ამავე სექციაშია წარმოდგენილი რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“; ასევე რეზო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები", რომელიც ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ამბავს ეხება.  ხოლო სექციაში Generation, ნათია ნიკოლეიშვილის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, „ლილეს“ აჩვენებენ, რომლის შექმნაზეც რეჟისორმა რამდენიმე წელი იმუშავა.

ბერლინის 67-ე კინოფესტივალი 19 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.

თემურ ჯგერენაია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge