ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ტყუპებს ელოდებიან
- ეს საინტერესოა
- 03.11.2017
- 11:12
უცხოური მედიის ცნობით, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ტყუპებს ელოდებიან.
გამოცემა Life and Style-ის ინფორმაციით, წყვილს ორ გოგონა ეყოლება.
„ქეითსა და უილიამს ძლიერ გაუკვირდათ, როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს. მათ სახელები ჯერ არ შეურჩევიათ“, - აღნიშნა სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.
ჰერცოგინია მესამედ არის ორსულად. ამის შესახებ ოფიციალურად სექტემბერში გაცხადდა.
გარკვეულ ხანს ქეითი ტოქსიკოზს ებრძოდა, ამიტომ საზოგადოებაში გამოსვლას ერიდებოდა. თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამ ღონისძიებას ეწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200