png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

  • პოლიტიკა
  • 03.11.2017
  • 13:44
 საქართველოს პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს:

,,გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართველი დიპლომატის დღეს!

ეს თარიღი განსაკუთრებულია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს.

სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.

უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პროექტები, ხელშეკრულებები - ყველა ამ წარმატებაში განუზომელია ქართული დიპლომატიის წვლილი და ძალისხმევა.

ჩვენ შევძელით, საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, არამედ ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციით აღჭურვილი სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხალხებს, რეგიონებსა და კონტინენტებს. 

ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია დღეს ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი ძლიერი დიპლომატიური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, როგორიც არის რუსეთის ფედერაციაა. ამ მძიმე პაექრობაში ჩვენ შთამბეჭდავ წარმატებას მივაღწიეთ: კონსოლიდირებული ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სრულიად ჩაიშალა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გეგმა და ერთმნიშვნელოვნად შეუქცევადი გახდა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამასთან ყოველწლიურად იზრდება გაეროში დევნილთა და ლტოლვილთა უპირობო და ღირსეული დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მომხრე სახელმწიფოთა რაოდენობა. 

ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის კვლავაც გრძელდება. დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი სამშობლოს გაძლიერება და კეთილდღეობა ჩვენი დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა. 

სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის  სახელს, რომელმაც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ნათლად გამოკვეთა ჩვენი დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ღირებულებები და ევროპული ვექტორი.

ჩვენ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც მრავალი გამარჯვებას ვიზეიმებთ. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნას ერთიან, ძლიერ, ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს”, - ნათქვამია მილოცვაში

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge