Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური Forbes-მა წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა
- მსოფლიო
- 03.11.2017
- 14:42
Forbes-მა ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური გასართობ ინდუსტრიასა და მას-მედიაში წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა.
ანა ვინტური გამოცემას 1988 წლიდან ხელმძღვანელობს. 2008 წელს ის ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი გახდა.
Forbes-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ მომღერლები ბიონსე და ტეილორ სვიფტი და მწერალი ჯოან როულინგი.
Forbes-ი ყოველწლიურ რეიტინგს თითოეული პერსონის შემოსავლის, მედიაში მისი მოხსენიების რაოდენობითა და მთლიანდ რენომეს გათვალისწინებით ადგენს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200