თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი მოკლეს
- სამართალი
- 05.11.2017
- 13:18
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას ყელის არეში დაზიანება აღენიშნება. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ოთახში ბებიამ იპოვა.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200