საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
- საზოგადოება
- 07.11.2017
- 16:43
სს ,,საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.
,,პრაიმნიუსჯორჯია'' ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,პატივცემულო მგზავრებო! „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზეგვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი. სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში", - ნათქვამია განცხადებაში.