primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

შსს-ს კიდევ 6 სამომსახურეო ძაღლი გადაეცა

  • სამართალი
  • 08.11.2017
  • 10:15
შსს-ს კიდევ 6 სამომსახურეო ძაღლი გადაეცა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდმა გახსნეს.

ცერემონიალზე ამერიკულმა მხარემ, კინოლოგიური პროექტი K9-ს მეორე ეტაპის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა.

კინოლოგიური სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ.

სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა: პირველი ეტაპი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორე ეტაპი - საქართველოში ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს და ტრენერთა ტრენინგის კომპონენტს. პროგრამა შსს-ს საპატრულო პოლიციის 8 და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელმა წარმატებით დაასრულა. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამა კინოლოგიური პროექტი K9-ს ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი 2013 წლიდან, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. პროექტის ფარგლებში, ოპერატიულ ჯგუფს პირველ ეტაპზე უკვე გადაეცა 10 სამომსახურეო ძაღლი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დროებითი ვოლიერები აშენდა.

პროექტი K9 მიზნად ისახავს ნარკოტიკების და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge