png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზემო ფონიჭალაში 400 ხე დაირგო

  • საზოგადოება
  • 16.11.2015
  • 12:56
ზემო ფონიჭალაში 400 ხე დაირგო

კრწანისის რაიონში,  ზემო ფონიჭალაში 400 ძირი ცაცხვი, კედარი, იფანი და ენდემური "ელდარის ფიჭვი" დაირგო. გაწვანების ღონისძიება საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად მიიღო.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში კრწანისის რაიონში უკვე დაირგო 1200-ზე მეტი ხე-მცენარე, რგვები სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

,,ვაგრძელებთ გამწვანების მასობრივ აქციას, რომელსაც  ყველა რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე ვატარებთ. დღეს  კრწანისში,  ფონიჭალის დასახლებაში მოსწავლეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთნ, ჩვენ სამსახურებთან ერთად  ვრგავთ ხეებს. ამ  ტერიტორიას, რამდენიმე წლის წინ ფორმალურად მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი.  ახლა კი,  რეალურად გაკეთდება აქ რეკრეაციული ზონა. ამ ტერიტორიასა და ზოგადად, მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარებული გამწვანების ღონისძიებები მნიშვნელოვანია დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გამწვანების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენსაკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი. ხეები დარგეს სკოლის მოსწავლეებმაც.

საშემოდგომო რგვები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე 313 000 ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანების ღონისძიებებში მოსახლეობა, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის, გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge