png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სოფიო ქაცარავა ბიორნ სოდერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 08.11.2017
  • 13:41
 სოფიო ქაცარავა ბიორნ სოდერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შვედეთის რიკსტაგის თავმჯდომარის მოადგილეს ბიორნ სოდერს შეხვდა, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა შვედეთი-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით შვედეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებებსა და შერიგების პოლიტიკის საკითხებს.

ასევე, განიხილეს საქართველოს მთავარი პრიორიტეტები - უსაფრთხოება, სტაბილურობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; მიზნების მიღწევის გზები და მიღწეული შედეგები, დემოკრატიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით, პარლამენტის საზედამხედველო როლი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გამყარებაზე, გენდერული თანასწორობის კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ამ მიმართულებით, ქვეყანაში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე, რაც დიდ წილად შვედეთის მხარდაჭერით იქნა მიღწეული.

სოფიო ქაცარავამ შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შესთავაზა, რაც ნორდიკულ - ბალტიური რვიანის + საქართველოს საპარლამენტო ფორმატს მოიცავს და წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობის მომცემი იქნება.

„გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რიგი საკითხები: მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ამ მიმართულებით, პარლამენტის როლი; მოსახლეობის განწყობა საქართველოს საგარეო კურსისა და სწრაფვების შესახებ. ასევე, საქართველოსა და შვედეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება ახალი და საინტერსო ფორმატების საფუძველზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაში შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge