png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე უარი ჩვენ 2013 წელს ვთქვით - ეკა ბესელია

  • პოლიტიკა
  • 08.11.2017
  • 13:54
 რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე უარი ჩვენ 2013 წელს ვთქვით - ეკა ბესელია

,,მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება ცოტა და იდეალურ შემთხვევაში, არც ერთი ნარკომანიით დაავადებული ადამიანი", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. 

ბესელიას განმარტებით, რიგ უწყებებს ნარკოტიკების ოდენობებთან, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხსა და რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებასთან მიმართებით საწინააღმდეგო პოზიციები აქვთ. მისივე თქმით, კონსენსუსის მისაღწევად გარკვეული კომპრომისების ძიება იქნება საჭირო.

„მე ამ პროცესს ვუყურებ ძალიან კომპლექსურად. ეს არ არის რეფორმა, რომელსაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება ეყოფა. ეს არის რეფორმა, რომელსაც სჭირდება ძალიან კომპლექსური გააზრება. ერთი მხრივ, საკანონმდებლო, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა რესურსების მომზადებით, ფინანსური რესურსების მობილიზებით და რა თქმა უნდა, ყველა უწყების ჩართვით, რათა რეფორმის შედეგი იყოს მიღწეული.

მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება ცოტა და იდეალურ შემთხვევაში, არც ერთი ნარკომანიით დაავადებული ადამიანი და შევამციროთ ზიანი საზოგადოებაზე, შევამციროთ ამ ადამიანების რიცხვი იმით, რომ ვუმკურნალოთ მათ და დაიხარჯოს მეტი რესურსი, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ მიდრეკილება ნარკოტიკებისადმი.

რეპრესიულ პოლიტიკაზე უარი ჩვენ 2013 წელს ვთქვით. ჩვენ საკანონმდებლო განხილვებს ვამზადებთ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, მაგრამ საჭიროა ყველა უწყების კომპლექსური ჩართვა. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უწყებებს აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია. ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებრივ რეგულირებას. აქ იქნება საჭირო გარკვეული კომპრომისების ძიება, რათა პოზიციები დაახლოვდეს“, – განაცხადა ბესელიამ, რომელიც კონფერენციას „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ ესწრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge